top of page

TEACHING

დაბსტეპი

დაბსტეპი (ინგლ. Dubstep) — ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა. ჩამოყალიბდა ლონდონში (ინგლისი). პირობითად იყოფა ორი სახის, მძიმე და მსუბუქ დაბსტეპად. მძიმე შეიძლება ეწოდოს ისეთ ჟღერადობას, რომელშიც გამოკვეთილია ხმამაღალი ბას-სექცია და დასარტყმელი საკრავები, ხოლო მსუბუქი - ნელი ტემპის მქონე მუსიკა, რომელიც ტრანსის მსგავსია.

ბლუზი

ბლუზი — მუსიკის ფორმა და მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი აფრო-ამერიკულ გაერთიანებებში, კერძოდ - აშშ-ს სამხრეთით, XIX საუკუნის ბოლოს. წარმოიშვა სპირიჩუელებიც, სამუშაო სიმღერების, გალობებისა და სხვა მუსიკალური ფორმებისგან.[1] მოგვიანებით ასევე შერეული იქნა სხვა ჟანრებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია ჯაზი, რითმ ენდ ბლუზი და როკ-ენ-როლი.

ვესტერნი (მუსიკა)

დასავლური მუსიკა, ვესტერნი, — ამერიკული ფოლკ-მუსიკის ჟანრი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ შტატებისა და დასავლეთ კანადის დასახლებულმა და მომუშავე ადამიანებმა. ტექსტებშიც ძირითადად კოუბოების ცხოვრებაა აღწერილი.[1] მუსიკის წარმოშობა პირდაპირ კავშირშია ძველ ინგლისურ, შოტლანდიურ და ირლანდიურ ხალხურ ბალადებთან, თუმცა მის განვითარებაზე გარკვეული გავლენა იქონიამექსიკურმა მუსიკამაც. ხშირად, დასავლურ მუსიკას შეცდომით აიგივებენ ქანთრისთან, რაც გამოწვეულიაბილბორდის ჩარტების კლასიფიკაციით. ჟანრის წარმოშობას არანაირი ისტორიული კავშირი არ აქვს იმ მუსიკასთან, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში ჩამოყალიბდა.

ჰაუსი

ტერმინ ჰაუს მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ეს ცნება შესაძლოა წარმომდგარიყო კლუბ The Warehouse-ის სახელწოდებისაგან, რომელიც 1970-იანი და 1980-იანი წლების მიჯნაზე ჩიკაგოელ თინეიჯერებს შორის იყო პოპულარული.

კლუბ The Warehouse–ში ხშირად იმართებოდა სხვადასხვა ანდერგრაუნდ-ფართი [საჭიროებს წყაროს მითითებას] და როგორც წესი, აქ ზანგი და ლათინოამერიკელი ჰომოსექსუალები იკრიბებოდნენ. პოპულარობით სარგებლობდა ერთ-ერთი რეზიდენტი დიჯეი — Frankie Knuckles, რომლის მუსიკა კლასიკური დისკოს, ევროპული სინთპოპისახალი ტალღისინდასტრიალისა და პანკის ერთგვარი ნაზავი იყო. მოგვიანებით, როცა დიჯეიმ თავისი მუსიკა ჩანაწერის სახით გამოუშვა, მას House, ანუ ქართულად ჰაუს მუსიკა (უხეშად, მუსიკა ჰაუსიდან) ეწოდა.

არსებობს ვარაუდი, რომ ტერმინ ჰაუსის ("House") წარმოშობა სიტყვის მნიშვნელობასვე (სახლი) უნდა უკავშირდებოდეს. წინათ ბევრი დიჯეი მუსიკას სახლში ქმნიდა და ისეთ მარტივ მოწყობილობებს გამოიყენებდა, როგორიცაა სინთეზატორი და დრამები, Roland TR-808, TR-909 და TB 303 "Bassline". მსგავსი მოწყობილობები ცნობილი გახდა "Acid Machines"-ის მეშვეობით, რომელთაც "acid house"-ის ბგერების შესაქმნელად გამოიყენებდნენ

ტრანსი (მუსიკა)

ტრანსი (ინგლ.: Trance [tɹæns]) არის ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც 1990 წელს განვითარდა. სტილის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: რიტმი, 130 დან 160 დარტყმამდე წუთში (bpm), განმეორებადი მელოდიის ან ფრაზის არსებობა და მუსიკალური ფორმა.

ტრანსის ჩემოყალიბებას უკავშირებენ ტექნოს და გოას. ტრანსმა ეს სახელწოდება განმეორებადი, შეუფერხებლად ცვლადი ბასისა და რიტმული მელოდიის გამო მიიღო, რომელმაც მსმენელი შეიძლბა რაღაც ტრანსის მსგავსს მდგომარეობაში ჩააგდოს.

ელექტრონული მუსიკა

ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.

როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი,სემპლერიკომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

დისკ-ჟოკეი ანუ DJ

დისკ-ჟოკეი (disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) — ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის.

ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამოფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში ქოლოქვიურად შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეიგამოიყენება.
1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს რეჯინალდ ა ფესენდენმა (Reginald A Fessenden) პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.

40-იან წლებში რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმ ხანად აშშ-ის ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ, მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ, არამხოლოდ ფიქსირებული მუსიკის, არამედ, გამოქსვის მოსმენა, ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მართვის პულტთან ჯდებოდა და გარდა თხოვნების შესრულებისა, საკუთარი ინტერპრეტაციითაც სთავაზობდა საზოგადოებას მუსიკალურ მიქსს

მუსიკა

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა:ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონიაჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

ვოკალისტი

ვოკალისტი (მომღერალი) — მუსიკოსი, რომელიც ინსტრუმენტად იყენებს საკუთარ ხმას, რომელსაც აფორმირებს იგი რიტმურად და მელოდიურად. ვოკალისტის მიერ შესრულებულ მუსიკას სიმღერა ჰქვია, რომელსაც შესაძლოა ახლდეს (ან არ ახლდეს) აკომპანიმენტი, შესრულებული ერთიინსტრუმენტალისტიდან დაწყებული სიმფონიური ორკესტრით დამთავრებული. სიმღერა ხშირად სრულდება მომღერლების ჯგუფის მიერ, რომელთაც განსხვავებული ხმის დიაპაზონი აქვთ, როგორც ხდება ეს ანსამბლში, ან ინსტრუმენტალისტების ჯგუფთან ერთად, როგორც ხდება ეს როკ-ჯგუფში.

სიმღერა შესაძლოა იყოს არაფორმალური და შესრულდეს საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგალითად სიმღერა აბაზანაში ან კარაოკე, ან იყოს ძალიან ფორმალური, როგორც ეს საეკლესიო ლიტურგიებზეა ან პროფესიონალურ ჩაწერებზე სტუდიაში ან კონცერტებზე. პროფესიონალურად სიმღერა ხშირად მოითხოვს ხმის გამუდმებულ წვრთნასა და დამუშავებას.[1] პროფესიონალი ვოკალისტები ხშირად აგებენ საკუთარ კარიერას რომელიმე კონკრეტული ჟანრის გარშემო, როგორიცაა კლასიკური მუსიკა ან როკ მუსიკა. ხშირად ისინი მიმართავენ კვალიფიციურ ხმის პედაგოგებს ხმის დასახვეწად და შესანარჩუნებლად

bottom of page